2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4461 გემი, რომელთა 48.9 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 26.9 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 13.4 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 54.6 პროცენტით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 30.0 პროცენტით მეტი — სპეციალიზებული, 39.4 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 7.0 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
„საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6 პროცენტი — თურქეთის, 10.8 პროცენტი — მალტის, 7.2 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 49.5 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 50.4 პროცენტს შეადგენდა.
III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 34.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.8 პროცენტი — ნაყარი ტვირთი“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.




