საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალზე | საგარეოს გამოხმაურება

ეუთო-ს მინისტერიალზე, საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროში აფასებენ. დოკუმენტის მიხედვით პარტნიორები კიდევ ერთხელ გმობენ ს აგრესიასა და მიმდინარე ოკუპაციას. განცხადებაში საერთაშორისო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება იქნა აღნიშნული და რუსეთს კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოუწოდებენ, რომ საკუთარი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს და პატივი სცეს საქართველოს და მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. განცხადებაში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზეცაა აქცენტი გაკეთებული