სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, დაზუსტებული მონაცემებით 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265 700 ლარს გაუტოლდა, რაც 20.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1%-ით განისაზღვრა.
