“საქართველოს მშპ-ს 25%-ის ტოლფასი ქონება აქვს ივანიშვილ ბიძინას…” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
პლუტოკრატიაზეც უნდა დავიწყოთ საუბარი, პლუტოკრატიაზეც!!! 💰 პლუტოკრატია (ბერძ. plutokratia, plutos სიმდიდრე და kratos ძალა, ძალაუფლება) — პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა. ➡️ კულტურის მინისტრი გვყავს და 40 000 ლარს ორ ჩანთაში იხდის. ამასთანავე, ვინაიდან ტვინიანია, მეოთხედ მილიონს იღებს ჰონორარად რჩევების მიცემაში, ფლობს მრავალ ბიზნესს, მათ შორის ნუშის ბაღებსაც კი…
➡️ ეკონომიკის მინისტრად დაგვინიშნეს მადამ ბრილიანტი, როლექსის მრავალათასიანი საათებით, ბროლ-ბალახშითა და ლალით გაწყობილი “კარწწწწწწწწიეს” სამაჯურითა და ბეჭდით, მილიონიანი ანაბრით და ა.შ.
➡️ სოფლის მეურნეობის მინისტრი ფულს აპროცენტებს, პარლამენტის თავმჯდომარე ფულს აპროცენტებს… პარლამენტში 20-მდე მილიონერია, დანარჩენები კი მილიონერთა კლერკები არიან!
💰 მთავარი მაინც ჩემმა მეგობარმა მითხა: სრულიად საქართველოს მშპ-ს 25%-ის ტოლფასი ქონება აქვს ივანიშვილ ბიძინას…. ამ ხალხმა როგორ უნდა განიცადოს იმ მშობლის დილემა, რომელიც შვილისთვის სეზონურ ხილსა და ხარისხიან რძეს ვერ ყიდულობს? ამ ხალხმა როგორ უნდა განიცადოს, იმ ადამიანების დილემა, რომელთაც ვერ გადაუწყვეტიათ – კბილი დაიპლომბონ თუ ახალი ფეხსაცმელი იყიდონ! მე არ ვამბობ, რომ მაღალი თანამდებობის პირებს თავზე ნაცარი უნდა ეყაროთ, ტალახში უნდა გორავდნენ და N354 ავტობუსის ძელებზე უნდა იყვნენ ჯვარცმულნი, მაგრამ … ღატაკ ქვეყანაში ხელისუფალთა ამგვარი სიმდიდრე ( მებრილიანტეობა, მეჭინჭეობა, ნივთებზე დამონება, მევახშეობა) უდიდეს უსამართლობასა და უზნეობაზე მიანიშნებს.