საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – პრემიერი

საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.
„საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.
მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.
ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
Next: საქართველოს მაგალითზე, ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის − მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს