მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები თურქეთთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს – 4 სექტემბერს, 20:00 საათზე. შეხვედრა პრინციპულია და ამავდროულად, ეს გუნდები მეორე ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებენ.
ვილი სანიოლის ბიჭებმა ბოლოს გასულ წელს, ჩეხეთში წააგეს. “ჯვაროსნებმა” ჯერ სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად (9:1 ორი მატჩის ჯამში) დაამარცხა, რასაც ამხანაგურ მატჩებში მოგება და ფრე მოჰყვა.
რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და კიდევ ერთ დიდ ტურნირებზე გასვლას ისინიც ესწრაფვიან. თუკი ქართველებმა “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, თურქები A ლიგაში დაწინაურდნენ.
თუკი მონტელას გიულერი, ილდიზი და ჩალხანოღლუ ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელიას სახით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამას ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე უნდა დავამატოთ და ის გუნდურობა, რამაც სანიოლის გუნდს წარმატება მოუტანა. ახლა ახალი მიზანია – მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში!
დებიუტანტმა საქართველომ და თურქეთმა ევრო 2024-ს დრამატული დაპირისპირება აჩუქეს, სადაც უამრავი საგოლე შანსის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასული მეკარე მამარდაშვილი და მესამე გოლი საკუთარ კარში… მაშინ თურქებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაუტანეს, მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება.
კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნა სანიოლის გეგმებს შეცვლის, მაგრამ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ატარებს, “დინამო არენაზე” დიდებული აურა იქნება და დაძაბულ, საინტერესო და ლამაზი ეპიზოდებით დატვირთულ დაპირისპირებას ველით.
გამარჯვება, საქართველო!
“თავს არ დავზოგავთ, მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება” – ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
კარგი ამბავი პარიზიდან – კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! – ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
“სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა” – ფრანგი ჟურნალისტი
არასასიამოვნო ამბავი – დავითაშვილმა შეიძლება “გრენობლთან” ვერ ითამაშოს
კვარაცხელიას პირველი და ბოლო – თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად…
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
“კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით “ტულუზასთან”
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
“სიმართლე უნდა ვთქვათ… “მეცთან” ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა” – “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს – “ვილიარეალი” ფრეს დასჯერდა
მაღალი შეფასებები – ლომინაძემ პორტუგალიური გუნდის სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი
ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა
[VIDEO] “ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ – მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
