საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აშშ აქტივისტის მკვლელობის ორგანიზებისთვის გაასამართლებს

ფოტო – ტვ პირველი
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ირანის მიერ ირანელ-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ჩეხეთმა -ს გადასცა.
39 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფოლად ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების ლიდერობაში ეჭვმიტანილ რაფატ ამიროვს ბრალად ედებათ აშშ-ის მოქალაქის, ხალიდ მეჰდიევის დაქირავება და მისთვის 30 ათასი ამერიკული დოლარის გადახდა აქტივისტის მოკვლის სანაცვლოდ.
ბრალდების მიხედვით, ომაროვი და მისი სამი თანამზრახველი ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომლებიც ირანის დავალებებს ასრულებდნენ.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ალინეჯადის სახლთან აზერბაიჯანის მოქალაქე ხალიდ მეჰდიევი დააკავეს, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული.
საქმის მასალების მიხედვით, მეჰდიევი, რომელიც ომაროვისა და კიდევ ერთი თანამზრახველის, რაფატ ამიროვის მითითებით მოქმედებდა და აქტივისტი უნდა გაეტაცებინა და შემდეგ უნდა მოეკლა. მათ თანამზრახველად მოიაზრება დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი, ზიალათ მამედოვი.
AFP-ის თანახმად, სამივე ეჭვმიტანილს ბრალად ედება მონაწილეობა დაქირავებულ მკვლელობაში, შეთქმულებაში და ფულის გათეთრებაში, საერთო ანგარიშით ბრალდებები 40 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასიჰ ალინეჯადი ირანში ქალთა უფლებების შეზღუდვას მწვავედ აკრიტიკებს.
მასიჰ ალინეჯადმა ირანი 2009 წელს დატოვა და მოძრაობა სახელით MyStealthyFreedom დაწყო, რომელიც ირანელ ქალებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება