საქართველოს მოსახლეობის 39.6% სოფლად ცხოვრობს – საქსტატი

საქართველოს მოსახლეობის 39.6% სოფლად ცხოვრობს. სოფლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრადაა გადანაწილებული და დიდი მოსახლეობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებიან.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს 5 ყველაზე დიდი სოფლიდან არც ერთი არაა დასავლეთ საქართველოში.
საქართველოს ყველაზე დიდი სოფლების ხუთეული ასეთია:
· წეროვანი – 8100 ადამიანი;
· მარტყოფი – 7300 ადამიანი;
· სადახლო – 7300 ადამიანი;;
· ყიზილ-აჯლო – 7200 ადამიანი;
· მუხრანი – 6100 ადამიანი.
2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736.4 მლნ-ია. აქედან ქალაქში ცხოვრობს – 2 255,7 მლნ, სოფლად – 1 480,6 მლნ ადამიანი, საქართველოს დედაქალაქში – 1241.7 მლნ, შესაბამისად სხვა ქალაქებში – 1 014.0 მლნ.