საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ფასეულობებს და რაც მთავარია – მშვიდობას

საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ფასეულობებს და რაც მთავარია – მშვიდობას
“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოხარულია, -შიც რომ მშვიდობა ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს.
ქართველიშვილის განცხადებით, ყველას უხარია ტრამპის გამარჯვება, ვინაიდან, ქართველების უმეტესობის გზას დაადგა ამერიკელების უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ოჯახურ ფასეულობებს და მშვიდობას, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება.
“ყველას გვიხარია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გზას დაადგა ამერიკელთა უმეტესობაც, რომლებმაც ხმა მისცეს: ეკონომიკის დასტაბილურებას, საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებას, ქვეყნის დეკრიმინალიზაციას, ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს. და რაც მთავარია – მშვიდობას, რომელიც მოსწყურდა უკრაინას, ევროპას, ამერიკას, საქართველოს და ზოგადად – მსოფლიოს.” – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს