საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დაუსახელებლად შესაბამისი რიცხვის ეჭვქვეშ დაყენება ბატონ გიორგი ისაკაძის მიერ მის გადაცემაში, ჭეშმარიტების ძიებას კი არა, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დაუსახელებლად შესაბამისი რიცხვის ეჭვქვეშ დაყენება ბატონ გიორგი ისაკაძის მიერ მის გადაცემაში, ჭეშმარიტების ძიებას კი არა, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დაუსახელებლად შესაბამისი რიცხვის ეჭვქვეშ დაყენება ბატონ გიორგი ისაკაძის მიერ მის გადაცემაში, მიზნად ჭეშმარიტების ძიებას კი არა, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, – ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, გადაცემის „საქმიანი დილა“ წამყვანის გიორგი ისაკაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ არ იცის საქართველოს მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, გამოდის, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ცხოვრობს დაახლოებით 4.0 მილიონი ადამიანი.
„მოსახლეობის რიცხოვნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელსაც ფართო შემეცნებითი და მრავალმხრივი გამოყენებითი ღირებულება გააჩნია.
ახლახან ჩატარდა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და სტატისტიკის ეროვნული სამსახური შესაბამის მონაცემებს მალე გამოაქვეყნებს.
იმ მაჩვენებლებით კი, რაც უკვე გამოქვეყნებულია, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჟამად ცხოვრობს დაახლოებით 3.7 მლნ. კაცი. ამის გარდა, ინგლისურენოვან ვიკიპედიაზე დაყრდნობით, აფხაზეთში ცხოვრობს 244.2 ათასი კაცი, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთში – 56.5 ათასი კაცი, ანუ სულ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – 300.7 ათასი კაცი. ისინიც დე-იურე საქართველოს მოქალაქეებად უნდა მივიჩნიოთ, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ამ რეგიონების ბევრ მცხოვრებს საქართველოს მოქალაქის პასპორტი აღებული აქვს. ანუ, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, გამოდის, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ცხოვრობს დაახლოებით 4.0 მილიონი ადამიანი.
მაგრამ, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის დაუსახელებლად შესაბამისი რიცხვის ეჭვქვეშ დაყენება ბატონ გიორგი ისაკაძის მიერ მის გადაცემაში, მიზნად ჭეშმარიტების ძიებას კი არა, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. თუმცა, ეს მოულოდნელიც არ უნდა იყოს გათვითცნობიერებული მკითხველისა და ტელემაყურებლისათვის, რადგანაც აღნიშნული ტირადა სრულად ეწერება შესაბამისი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში“, – წერს სოსო არჩვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო