“საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს”

კვირის პალიტრამ გადაწყვიტა გამოეთვალა თუ რამდენი ღვინო ისმება და რამდენი გოზინაყი იჭმება საახალწლო სუფრაზე რაში ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე დაეხმარა. ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ საახალწლო სუფრაზე პროდუქტების მოხმარება 31 დეკემბრის საღამოდან 2-ში საღამომდე დათვალა
ექსპერტის თქმით ერთი ოჯახისთვის საახა­ლ­წლო სუფრაზე­ “გოზინაყის დეფილე”­ დაახლოებით 30 ლარი ჯდება. ქვეყნის­ მასშტაბით საბაზრო ფასებით­ ეს დაახლო­ებით 30 მილიონი ლარის ეკვივალენტურია.
ოჯახში მამაკაცი დაახლოებით 1 ლიტრ ღვინოს სვამს, ქალი – 200 გრამს. მამაკაცებმა უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებს საახალწლო სუფრაზე მეტი დატვირთვა აქვთ, ჩვენზე გაცილებით­ მეტი ძალისხმევა უწევთ. რადგან სუფრა პირველ დღეებში რამდენიმეჯერ იშლება, 2-შიც, მოხმარებული ღვინის ოდენობა, ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, დაახლოებით 2,4 ლიტრი იქნება 1 ოჯახზე. ოჯახების რაოდენობის მიხედვით მოხმარებული ღვინის რაოდენობა 2,64 მილიონი ლიტრი გამოდის.
ესეც ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ
ძალიან ბევრი ოჯახში დაწურულ ღვინოს სვამს, ზოგი ქალაქშიც ყიდულობს ყურძენს და ღვინოს აყენებს. ამიტომ საბაზრო ფასით რომ ვიანგარიშოთ, ეს დაყენებული ღვინო და შეძენილი ბოთლის ღვინო, რომლის მოცულობაც სისტემატურად იზრდება, მივიღებთ ყველაზე მოკრძალებულ საშუალო საბაზრო ფასს – 6 ლარს. გამოდის, საახალწლო სუფრაზე ჯამში 16 მილიონ ლარამდე ღირებულების სასმელი შეისმება. ჯამში რომ ავიღოთ გოზინაყი­ და ღვინო, მთლიანობაში 46 მილიონი­ ლარი გამოდის. ასე რომ, საქართველოში, გოზინაყსა­ და ღვინოში, საახალწლო დღეებში 46 მილიონი ლარი იხარჯება.
ვრცლად იხილეთ: kvirispalitra.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ