საქართველოს მომავალია სასწორზე – ბორელი

ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ევროპელი ლიდერები მედიასთან მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურად საუბრობენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, 26 ოქტომბრის გადამწყვეტია, რადგან “სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“.
საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება – ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი უკვე შეიკრიბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში

ნათია მეზვრიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე – საუბნო, საოლქო კომისიებში, დაკომპლექტებულია მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივით – გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი