საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ

საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საქართველო უსწრებს “დიდი შვიდეულის” ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას.
„საქართველოს მიღწევების შეფასებას განსაზღვავენ საერთაშორისო ანალიტიკოსებიც და არა უსინდისო აგენტოკრატია – მთავრობის ეფექტიანობით ევროპის ტოპ ოცეულში ვართ. უცხოელი ინვესტორებისთვისაც და საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორებისთვისაც საქართველოს ამგვარ ინდიკატორებში მიღწეული უცვლელი პროგრესია ყურადსაღები და არა ევროჩინოსნების უსაგნო, დაუმსახურებული ბლა ბლა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
საქართველო უსწრებს “დიდი შვიდეულის” ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, , საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ. “მთავრობის ეფექტიანობის” ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და, ოფიციალური განმარტების მიხედვით, ასახავს “საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ”.“ – წერს აბაშიძე.
Next: მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას