“საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია” – საელჩოები 2008 წლის ომზე

ლატვიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, -ის და სხვა საელჩოები და ელჩები საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავს ეხმაურებიან.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავს ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი:
“2008 წელს ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში”, – წერს შერაზ გასრი.
Remembering the victims of #Russia’s 2008 war of aggression against #Georgia, reiterating #France call on Russia to respect #Georgia’s sovereignty & territorial integrity and implement its commitments under #EU mediated 6 points agreement#StandingWithGeorgia 🇫🇷🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/2F3ozKJLKY — Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) August 7, 2025
აგვისტოს ომის თარიღს ეხმაურება აშშ-ის საელჩოც საქართველოში:
“დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან ჩვიდმეტი წელი გავიდა. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგეს. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”
დღეს, 7 აგვისტოს, 17 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
ცხინვალის ვერსიით, რომელიც იმეორებს მოსკოვის პოზიციას, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც “ოსი ხალხის დასაცავად დადგა”, სამხრეთ ოსეთისა და ს დამოუკიდებლობა აღიარა. 7-8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება.
2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს