“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიციისკენ გადასვლა დასავლეთში შეშფოთებას იწვევს” – ჰელსინკის კომისიის ანგარიში

აშშ-ის “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია” – იგივე ჰელსინკის კომისია ახალ ანგარიშს აქვეყნებს სათაურით, “მზადება ს გრძელვადიანი საფრთხისთვის”
კომისია წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები -ისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.
“საქართველოს მთავრობის პრორუსული პოზიციისკენ გადასვლამ, ამასთან, მზარდმა არალიბერალურმა საშინაო პოლიტიკამ, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჯერ კიდევ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი”, – წერია დოკუმენტში.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა ორმაგი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, დემოკრატიული უკუსვლისთვის და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას.
კომისია რეკომენდაციის სახით წერს: “საქართველოში შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს სტრატეგია, რაც მოიცავს პირობით ზეწოლას მთავრობაზე, ამასთან მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ამ მიდგომამ უნდა ცხადყოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებსა და აშკარა პროდასავლურ პოზიციაზეა დამოკიდებული, რაც ხალხის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავე დროს აშშ-მა უნდა იმუშაოს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, აჩვენოს რომ ერთგულია მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი. “.
ანგარიშში, ასევე საუბარია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ ორპარტიულ MEGOBARI აქტზე, რაზეც ნათქვამია, რომ იგი “შეიძლება საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს.
2024 წლის 28 მაისს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო ს და ში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას მიიჩნევენ ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრუნების საშუალებად.
პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.