საქართველოს მთავრობის ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესს აჩერებს – მაკრონი

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, – ამის საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში