საქართველოს მთავრობის ლმობიერი პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვისა და ს მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით“.
„საქართველოს მთავრობამ “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმი უკრაინის შემდეგ, კიდევ ორ სახელმწიფოს: ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა. გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ეხებიან. საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით. აქ არავინაა მეგობრობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ აღნიშნული ანტიქართული დემარში ამ ქვეყნების მარიონეტმა და “გლობალური ომის პარტიის” მძევლობაში მყოფმა ხელისუფლებებმა განახორციელეს. მაგრამ ღია მტრობისა და მავნებლობის წინააღმდეგ – აღარც გავილაშქროთ?
ესტონელი და ლიეტუველი ხალხების სენსიტიური “პრო-ქართული” გრძნობების ხელშეუხებლობის შენარჩუნებით? “ხალხის ძალა” არაერთხელ ურჩევდა ხელისუფლებას ქვეყანაში შემოსასვლელად ღია პროვოკატორებს, არეულობის წამქეზებლებს, ცეცხლზე ნავთის დამსხმელებს – “შლაგბაუმი” აღუმართონ. რა საერთო აქვთ პავილიონისს, ლანდსბერგისს, კუბილიუსს თუ იუკნავიჩიენეს, ან “ხალხებს შორის მეგობრობასა” ან ამ ქვეყნებთან “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმთან”. ეს რეჟიმი კი ყველაზე გაუგებარია ჩემთვის სთან. და მას მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მრავალტანჯული ხალხის აპოკალიფტურ მდგომარეობაში ყოფნით ვხსნი. მათ შორის ყველა მათგანისთვის გაუგებარი და უარყოფილი ქრისტიანული, მართლმადიდებლური ლმობიერების თვალსაზრისით…“-წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო