„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“ – ირაკლი ჩიქოვანი

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“, – განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
საკომიტეტო სიტყვაში მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებზე. მისი განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, გაგრძელდება „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში მეტი პროგრამის განხორციელებისა და შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. აღინიშნა, რომ უწყება 2025 წლიდან, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განაგრძობს გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობასა და კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესს. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე ისაუბრა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია