საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის – პრემიერი

არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ფონს მარტივი ტყუილებით გავიდეს.
„რამდენიმე ტყუილს შეიცავდა სიუჟეტი, რომელიც გავრცელდა ტვ პირველზე, რეალურად, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე. აქაც მარტივი ტყუილებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასეთი ტყუილები რომ ვერ ჭრის ხოლმე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ 60% რეიტინგი და ამიტომ აგებს ძალიან მძიმედ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პრემიერმა.
რას გულისხმობს, პრემიერი “ტვ პირველის” სიცრუეში, “კომერსანტი” გაგაცნობთ, 21 საათზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე