საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია – პრემიერი

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია – პრემიერი
საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ იტალიურ ტელეარხთან, sky-სთან, ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროინტეგრაციას.
„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.