„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს” — სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკი კონგრესში საქართველოს საკითხზე მოსმენაზე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს და ერთი მხრივ დასავლეთს ესხმის თავს, მეორე მხრივ კი ამომრჩევლებს ატყუებს, რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან:
„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს. ცდილობს ერთი მხრივ აკრიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატები არ ევროკავშირი და მეორე მხრივ, ამის პარალელურად მათ ხალხს უთხრან რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან, რაც საღ აზრს მოკლებულია.
ვფიქრობ ჩვენი, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ვალია, ამომრჩევლებისთვის ცხადი გავხადოთ, რომ გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ადგას, არ მიდის ევროატლანტიკური მომავლისკენ, რაც ქართველ ხალხს სურს“ — განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუცვია ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და რისკის ქვეშ დააყენა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და -სთან ორმხრივი ურთიერთობები.
„ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერად, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლისა და შევიწროების წინაშეა და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობას უზრუნველყონ ოქტომბრის ს თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარებას,“ — განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! – მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია