საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან