საქართველოს მთავრობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა იმერეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, პროექტების განხორციელების შედეგად აშენდა 55 ბაღი, რეაბილიტირდა − 184, ამჟამად მიმდინარეობს 7-ის მშენებლობა, 9 ბაღის რეაბილიტაცია; აშენდა 19 სკოლა, რეაბილიტირდა − 235, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა, 16-ის რეაბილიტაცია;
დაიგო 1659.6 კილომეტრი გზა, რეაბილიტირდა — 1456.84 კილომეტრი, ამჟამად მიმდინარეობს 153.86 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია; აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 230 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 14 ხიდის მშენებლობა;
განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 421 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 22; გაზიფიცირდა 212 სოფელი და 59131 აბონენტს მიეცა ქსელზე დაერთების შესაძლებლობა; მოეწყო და რეაბილიტირდა 311 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 19-ის მოწყობა; მოეწყო 356 სპორტული ინფრასტრუქტურა, ამჟამად მიმდინარეობს − 30; აშენდა და რეაბილიტირდა 69 კულტურის ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს − 6.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის