საქართველოს მთავრობა ივლის-აგვისტოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის

საქართველოს მთავრობა ივლის-აგვისტოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. თქვენ იცით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, ეს კარგი ტენდენცია წელსაც გრძელდება, წლევანდელი მაჩვენებელი 9%-ია. ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ივლის-აგვისტოში ვფიქრობ, მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და წლის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ თანდათანობით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, შესაბამისად 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.