“საქართველოს მთავრობა ახორციელებს გააზრებულ პოლიტიკას” – სოხუმი

„თუ საქართველო ისევ გადაწყვეტს აფხაზეთზე თავდასხმას, ის რისკავს დაკარგოს თავისი სახელმწიფოებრიობა,“ – განაცხადა ს დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ „Sputnik“-ის რადიო ეთერში.
მისი თქმით, და მოკავშირეები არიან, რაც ნიშნავს, რომ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა გამორიცხულია.
ამასთან, ლოლუას თქმით, ამ ეტაპზე “საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენების საფრთხის ნიშნები არ შეიმჩნევა”.
„ჩვენი გააზრებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს გააზრებულ პოლიტიკას, და მათი განცხადებები შეესაბამება რეალურ მოქმედებებსა და მიდგომებს. კერძოდ, საუბარია მათ განცხადებებზე, რომ ისინი არ აპირებენ აფხაზეთზე თავდასხმას,“ – აღნიშნა მან.
ლოლუამ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ “დროა საქართველომ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება მოაწეროს ხელი”.