საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან, არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა – ანალენა ბერბოკი

საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან, არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა, – ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან”,- წერს ბერბოკი პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ