საქართველოს მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს – სოლოვიოვი ამტკიცებს რომ პარლამენტის წარმომადგენელს ესაუბრა

რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე”, გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას საუბარი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან საქართველოში დროებით მცხოვრები რუსების შესახებ, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში არიან ჩართულები და საქართველოს მთავრობა მათ გაძევებას გეგმავს.
“მე დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მან თქვა, რომ [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებს] ჩვენ გამოვუშვებთ ქვეყნიდან…ისინი აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს, ამიტომ გავაძევებთ” თქვა პუტინის პროპაგანდისტმა

ასევე დაგაინტერესებთ