საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.2%-დან 9.0%-მდე გაზარდა

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.2%-დან 9.0%-მდე გაზარდა
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 900,0 მლნ ლარით მეტია. საქართველოს მთავრობამ დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა და პარლამენტს წარადგინა.
240,0 მლნ ლარით გაზრდილია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები და 8 069,2 მლნ ლარის შეადგენს.
37,0 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება და 2 545,0 მლნ ლარს შეადგენს. 65,0 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება, ხოლო 28,0 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები.
34,5 მლნ ლარით იზრდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება და 506,5 მლნ ლარით განისაზღვრება. დამატებითი თანხები ძირითადად მიმართულია საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენებისათვის ჯილდოების ასანაზღაურებლად. ასევე ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ხარჯების დასაფინანსებლად.
18,7 მლნ ლარით მცირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები და 782,3 მლნ ლარით განისაზღვრება.საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 29,5 მლნ ლარით.
50,0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები და 738,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. დამატებითი თანხები დაიხარჯება რთველის პერიოდში გაზრდილი მოსავლის შესაბამისად დამატებითი ხარჯების, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაზრდილი სესხების შესაბამისი საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებისთვის.
347,0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები და 3 747,7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
პოლიციელთა მატერიალური წახალისების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები 20,0 მლნ ლარით იზრდება და 1 280,0 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 210,0 მლნ ლარით და შეადგენს 1 590,0 მლნ ლარს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 215,0 მლნ ლარს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 9,0 მლნ ლარით და შეადგენს 423,7 მლნ ლარს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 2,2 მლნ ლარით და განისაზღვრება 189,7 მლნ ლარის ოდენობით.