“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ვიდეოში, მშვიდობის ილუსტრაციად გამოყენებულია ვაკის პარკის შადრევანი, სადაც 2022 წლის 13 ოქტომბერს 13 წლის მოსწავლე, მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
„ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ ზიზღს გამოხატავს და უკრაინის საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
ჩვენ ვურჩევთ პარტიის პოლიტტექნოლოგებს, იყვნენ გულწრფელები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსული სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები. ეს ასეც მოხდება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას თავიდან ომი კი აარიდა, ევროპული მომავალი წაართვა.
ამავდროულად, უკრაინა კვლავ თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარ ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ სწრაფვაში“, – წერია უკრაინის საგარეო სამინისტროს 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ვიდეოში, მშვიდობის ილუსტრაციად გამოყენებულია ვაკის პარკის შადრევანი, სადაც 2022 წლის 13 ოქტომბერს 13 წლის მოსწავლე, მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ქართული ოცნება” მოსახლეობაში საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებას ომის ტრავმის გაცოცხლებით ცდილობს და უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს იყენებს ილუსტრაციად. ანალოგიური კამპანია ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც ჰქონდა.
ფორუმი
