,,საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების’’ აღმასრულებელი დირექტორი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის დარგის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და თანხები გამოყოს. ალეკო პაპავა განმარტავს, რომ ფუტკრის მიერ მცენარეების დამტვერვა მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს განსაზღვრავს. ამბობს, რომ მეფუტკრეობის განვითარება სხვა დარგების განვითარების წინა პირობაა.
,,საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ გარკვეული თანხები გამოუშვას მეფუტკრეობის დარგის განვითარებისათვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეფუტკრეობა არის ზოგადად ინდიკატორი სოფლის მეურნეობის განვითარების. თუ მეფუტკრეობა არის განვითარებული სხვა დარგებიც განვითარებულია. არაპირდაპირი შემოსავალია ამაში. ვგულისხმობ ფუტკრის დამტვერვით მიღებულ შემოსავალს. დაახლოებით ერთ ტონაზე არის 250 ლარზე მეტი. თუ ვიანგარიშებთ მოსავლიანობას, კი მივიღებთ 90-დან 100 მილიონ ლარამდე. ყველაფერს: მეცხოველეობას, მეფრინველეობას, საკვებ წარმოებას სჭირდება საკვები ბაზა, რასაც ფუტკარი ქმნის. ამ შემოსავლიდან ეს თანხები, თუნდაც 1% უნდა იყოს მიმართული დარგის განვითარებისა და კვლევების ჩასატარებლად. მოსავლიანობას 30-33%-ით ზრდის ფუტკარი. მისი დამტვერვით იზრდება ხილის წონაც, სასაქონლო სახეც. 10 ჰექტარზე დამტვერვისათვის მინიმუმ ფუტკრის სამი ოჯახია საჭირო.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.
