„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე“ – მიხაილ როთი

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე“, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, ქართული ოცნების სათავო ოფისში შეგვხვდა”, – წერს მიხაელ როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”