საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიისგან – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯოშუა ჰაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიისგან, რაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და -სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.
ამის შესახებ მან კონგრესში ისაუბრა, სადაც 23 ივლისს საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.
ჰაკმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ე.წ. აგენტების კანონზე და თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო “არადემოკრატიული კანონპროექტები”, რითაც სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, ასევე, დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო იმ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ.
“უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მიიღო, ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ასლია, კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად შეიქმნა”, – თქვა მან.
ჯოშუა ჰაკის თქმით, 2024 წელი უმნიშნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიული პროგრესისთვის.
“ჩვენ ავუხსენით ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი ს მნიშვნელობა და აღვნიშნეთ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესის ელექტრონულად წარმართვას. მხარი დავუჭირეთ საქართველოს თხოვნას, ეუთოს მისია დააკვირდეს არჩევნებს და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს შეუფერხებელი წვდომა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ… ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ ს მხრიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%”, – აცხადებს ჯოშუა ჰაკი.
2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო. თბილისში ამ დღესაც გაიმართა აქცია კანონის გასაპროტესტებლად. პოლიციამ „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის ძალის გადამეტებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ