საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-ს მომსახურების საფასური 485 312 დოლარამდე გაუზარდა

საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია -ში ლობისტურ სერვისს ამერიკულ ფირმა Chartwell Strategy Group-ს უკვეთავს.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ მიერ დაქირავებულ ლობისტურ Chartwell Strategy Group-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, 2024 წლის კონტრაქტის თანახმად, კომპანიის მომსახურება თვეში 40 000 დოლარს მოიცავდა (რაც წლიურად 48 000 დოლარია), თუმცა ახალი განკარგულებით ამ თანხას 5312 დოლარი დაემატა, რაც კომპანიის თანამშრომელთა მივლინების ანაზღაურებას მოხმარდება.
განკარგულების მიხედვით, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა, რომელიც კომპანიას შესაბამის ანაზღაურებას ჩაურიცხავს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ლობისტურ სერვისს 2018 წლის იანვრიდან უკვეთავს.