„საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიდან გადაუხვია“ – დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ X-ზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიდან გადაუხვია“
„ქართველი ხალხის ნება ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია. საქართველოს მთავრობამ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით ამ მისწრაფებებიდან გადაუხვია. დიდი ბრიტანეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას.“ – წერს დევიდ კამერონი.