საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის
სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.
„ჩვენ დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ჩვენ ორიენტირებულები ვართ განათლების სისტემის რეფორმირებაზე. ის ასევე მოიცავს სოციალურ სფეროებსა და სოციალურ რეფორმებს. ჩვენ ახლახანს დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტი წარედგინება საქართველოს საზოგადოებას და ვფიქრობ, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის.
სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული როლის გაძლიერება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს საქართველოს ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს სხვადასხვა სექტორი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ეკონომიკური პროგრესისთვის. განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ინვესტიციები განხორციელდება, რადგან ვფიქრობთ, რომ განათლებულ თაობებს შეუძლიათ, საუკეთესოდ შეუწყონ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად