საქართველოს მთავობის ქმედებები პირდაპირ მოსკოვის ინტერესებს ემთხვევა – შაჰინი

ამერიკელი დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს მთავობის ქმედებები პირდაპირ მოსკოვის ინტერესებს ემთხვევა.
ამის შესახებ ჯინ შაჰინმა 11 დეკემბერს სენატში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასასუსტებლად. მან მიიღო რეპრესიული კანონები. მან უარი თქვას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირობაზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. მან მკაცრი ზომები მიიღო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და დააპატიმრა პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. ეს ქმედებები პირდაპირ მოსკოვის ინტერესებს ემთხვევა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი ,დიდი პირადი რისკის ფასად იბრძოდნენ ამ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მათი ბრძოლა უფრო ფართო გლობალური ბრძოლის ნაწილია.
აღმოსავლეთ ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე, სურათი იგივეა: როდესაც ავტორიტარული ლიდერები გრძნობენ საფრთხეს, ისინი: აჩუმებენ კრიტიკოსებს, ხურავენ დამოუკიდებელ ჯგუფებს,
ანგრევენ იმ მექანიზმებს, რომლებიც მათ ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
რეჟიმები, რომლებიც ამას აკეთებენ, ისეთივე რეჟიმები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რეგიონულ სტაბილურობას და ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, საზღვარგარეთ დემოკრატიული მოძრაობებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ამერიკის ინტერესებში მტკიცედ რჩება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.