საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დავესწრები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას დაესწრება.

სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” ბრალდებებსაც უპასუხა და თქვა, რომ ღონისძიებაში დასასწრებად “ფული არავის” გადაუხდია, როგორც ამას ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს.

2ნახვები
არავინ აღიარებს არჩევნებს და არავინ აღიარებს დან გამოსულ არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. ეს ცხადია, კიდევ უფრო იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ, სხვებსაც, ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს მეტი თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე.

მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა უზრდელობა უწოდა ივანიშვილის ხელისუფლების განცხადებებს, რომელსაც ისინი დასავლელი პარტნიორების მისამართით იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ