საქართველოს მეცხოველეობის სექტორი 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქსტატის 2025 წლის II კვარტალის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა. (2025 წლის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 16 ივნისს.)
შემცირებულია პირუტყვის რაოდენობა, კლებად ტრენდს აჩვენებს რძისა და ხორცის წარმოებაც, თუმცა კვერცხის წარმოება გაზრდილია.
2025 წლის II კვარტალის ბოლოს ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 870.5 ათასი სული იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია. ფურისა და ფურკამეჩის საერთო რაოდენობა 398.8 ათასი სულია, წლიურ ჭრილში კლება 4.8%-ია. ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულია, რაც 12.5%-ით შემცირებულ მაჩვენებელზე მიუთითებს.
ქვეყანაში წლიურად რძის წარმოების 1.1%-იანი კლება ფიქსირდება. რძის წარმოება II კვარტალში 184.0 მლნ ლიტრს გაუტოლდა.
დროის ამავე მონაკვეთში ქვეყანამ 18.2 ათასი ტონა ხორცი აწარმოა, რაც წლიურად 9.5%-იან კლებაზე მოიუთითებს.
მეფრინველეობის სექტორმა კვერცხის წარმოება გაზარდა. 2025 წლის II კვარტალის ბოლოს ქვეყანაში კვერცხის წარმოება 6.6%-ით 179.7 მლნ ცალ კვერცხამდეა გაზრდილი.
ცნობისთვის, 2025 წლის II კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 21.3 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან იმპორტით შემოვიდა 2.3 ათასი სული რქოსანი. რაც შეეხება, ღორს, დროის იმავე მონაკვეთში ქვეყანაში იმპორტით შემოყვანილია 40.9 ათასი სული ღორი, ხოლო ქვეყნიდან ექსპოერტის სახით გასულია 0.3 ათასი სული.
