საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი გაიხსნა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესი, რომელიც დღეს დაიწყო და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს, როინ მეტრეველის შესავალი სიტყვით გაიხსნა.
კონგრესი, რომლის მიზანია, თავი მოუყაროს ქართველოლოგიის სფეროში მომუშავე უცხოელ და ქართველ მეცნიერებს, წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: , იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, რუმინეთი, შვედეთი, იტალია და სხვ.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა აღნიშნა, საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი მნიშვნელოვანია ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
“უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის IV საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, – ფორუმი, სადაც წარმოდგენილია 100-მდე მომხსენებელი როგორც საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო დაწესებულებებიდან, ასევე, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან.
ქართველოლოგიით დაინტერესება ძალიან დიდია. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს, განსაკუთრებით დიდია მწიგნობრული მემკვიდრეობა, რასაც უცხოელი კოლეგები ინტერესით სწავლობენ. სამ წელიწადში ერთხელ მათ შესაძლებლობა აქვთ ქართველ კოლეგებს გაუზიარონ გამოცდილება, მიიღონ სიახლეები. საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის ძირითადი დანიშნულება კომუნიკაცია და სიახლეების გაზიარებაა“ ,- აღნიშნა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის გახსნასა და პლენარულ სხდომას დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე , რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული ენით და დამწერლობით ევროპული კულტურის თანაშემოქმედები ვართ.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო საერთაშორისო ქართველოლოგიურ კონგრესზე დასწრება. არაერთი მოხსენება მოვისმინეთ ამ მიმართულებით. ჩვენი დიდი კულტურით, მათ შორის ქართული ენით და დამწერლობით ევროპული კულტურის თანაშემოქმედები ვართ. ეს დღევანდელ კონგრესზე არაერთხელ აღინიშნა. ჩვენი ევროპული კულტურით მივდივართ ევროპულ გზაზე, ეს არის ჩვენი შენატანი ევროკავშირში. გვინდა, ევროკავშირი გავამდიდროთ ჩვენი კულტურით და ენით, რომელიც 25-ე ენა გახდება ევროკავშირში და ჩვენი დამწერლობით, რომელიც მეოთხე დამწერლობა გახდება ევროკავშირში.
მნიშვნელოვანია ასეთი სახის კონგრესები, სადაც კიდევ ერთხელ ჩავიხედავთ წარსულის მდიდარ გამოცდილებაში, რომელიც ჩვენი მომავალი განვითარების საწინდარია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ