საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განცხადებას ავრცელებს.
„2024 წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის „ელექტრომაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალკომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“. გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომოლოგიური ალგებრა“
გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილს, მეცნიერებათა დოქტორ რევაზ ქავთარაძეს, აკადემიურ დოქტორებს: გიორგი ჭილაშვილსა და მერაბ ღლონტს შრომათა ციკლისათვის „წყალბადის ძრავას ეკოლოგიური მახასიათებლების პროგნოზირება და გაუმჯობესება 3D მათემატიკური მოდელების გამოყენებით“. ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ახობაძეს მონოგრაფიისათვის „მაკროსისტემების მათემა¬ტიკური მოდელირების საკითხები ენტროპიის მაქსიმიზაციის პრინციპის საფუძველზე“. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია – უფროს მეცნიერ თანამშომელს ზაზა ლეჟავას, მთავარ მეცნიერ თანამშომელს კუკური წიქარიშვილს, უფროს მეცნიერ თანამშრომელს ლაშა ასანიძეს ნაშრომისათვის „საქართველოს ბაქნური კარსტი“
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ თამარ წუწუნავას, გეოლოგიის აკადემიურ დოქტორებს გიორგი ბერიძესა და ირაკლი ჯავახიშვილს შრომათა ციკლისათვის „კავკასიონის კრისტალინიკუმის მეტამორფიზმისა და მაგმატიზმის პრობლემები“. ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორებს გიორგი წინწკალაძესა და თეიმურაზ კორძახიას შრომათა ციკლისათვის – „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“. იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია – მთავარ მეცნიერ თანაშრომელს მაია მერლანს, მეცნიერ თანამშრომელს ვახტანგ ბარბაქაძეს, უფროს მეცნიერ თანამშრომლებს ლალი გოგილაშვილსა და ლელა ამირანაშვილს შრომათა ციკლისათვის – „მცენარეული ბიოპოლიმერების სინთეზური ანალოგიების მიღება და მათი შედარებითი ბიოლოგიური აქტივობა“.
ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ ირინა შატილოვას, გეოლოგიის დოქტორ ირმა კოკოლაშვილს, ბიოლოგიის დოქტორ მაია ბუხსიანიძეს, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორ კახაბერ ქოიავას, გეოლოგიის დოქტორ ლამარა მაისურაძეს (გარდაცვალების შემდეგ), გერმანელ მეცნიერ ანგელა ბრუხს წიგნისათვის „გვიანკაინოზოური ბიომოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ფორამინიფერების და პალინოლოგიური მონაცემების საფუძველზე“. სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ელისაშვილს, ბიოლ. მეცნ. აკად. დოქტორებს ევა ქაჩლიშვილს, მიხეილ ასათიანს, ეკა მეტრეველს, თამარ ხარძიანს, აზა ს, ვიოლეტა ბერიკაშვილს შრომათა ციკლისათვის „ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია და ბიოქიმია“.
ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებს მანანა დაშნიანს, მზია ჟვანიასა და ბიოლოგიის აკადემიურ დოქტორ მაია ბურჯანაძეს კვლევათა ციკლისათვის „მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები ნორმასა და პათოლოგიაში: სისტემური, სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“. გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია – მედიცინის აკადემიურ დოქტორ ზვიად ბახუტაშვილს შრომათა ციკლისათვის „გულის შეძენილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა“. გიორგი გიგაურის სახელობის პრემია – აკადემიკოს ვანო პაპუნიძეს შრომათა ციკლისათვის „სატყეო სწრაფმოზარდი მერქნიანი სახეობების სანერგეების შექმნა”.ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორ მარიამ ხომასურიძეს სახელმძღვანელოსათვის „ღვინის ზადი და ნაკლი“. ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ს ნაშრომისათვის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ აბაშიძეს წიგნისათვის „ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“. კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძეს წიგნებისათვის: 1. „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“; 2. „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები“. სერგი ჯიქიას სახელობის პრემია – პროფესორ ნოდარ შენგელიას მონოგრაფიათა ციკლისათვის „ოსმალური დავთრები საქართველოს შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.