საქართველოს მეტოქეზე. “ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით” – კატალონიელი პოლიტიკოსი

პარტია “კატალონიელი მემარცხენე რესპუბლიკელების” წევრი გაბრიელ რუფიანი, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა მიაჩნევს, რომ მისი თანამემამულე და ბასკი ფეხბურთელების გარეშე ესპანეთის ნაკრები ესოდენ მაღალი დონის არ იქნებოდა. მას “მარკას” ჟურნალისტმა აღნიშნულ საკითხზე კითხვა დაუსვა:
“ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის დამარცხების შემდეგ თქვენ დაწერეთ: “რეზიუმე ძალიან მარტივია: კატალონიელები და ბასკები ქმნიან და ასრულებენ, ესპანელები კი ამით ისევ სარგებლობენ. მაპატიეთ, მაგრამ ამ გუნდის 15 მოთამაშე ქვეყნის სხვა რეგიონებში დაიბადა, კიდევ ორი საფრანგეთში. ამის გამო ქსენოფობიაშიც დაგადანაშაულეს”.
“ეს მხოლოდ “ტვიტი” კი არა, არამედ კონგრესში წარმოთქმული ჩემი
სიტყვის ნაწილია, რომელიც ანდალუსიის მიმართ სხვა დეპუტატის აგრესიულად ნათქვამის პასუხი გახლდათ. სასაცილოა, რომ ყველამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რაც ესპანეთის ნაკრებზე ვთქვი, მაგრამ ჩვენ ვიცით, ეს როგორ ხდება. უბრალოდ ცოტა ხუმრობა ვცადე.
ცხადია, ესპანეთის ეროვნული გუნდი სახელმწიფოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან შედგება. ახლა მე კონკრეტულა ვლაპარაკობ: სენეგალის მთელი პატივისცემის მიუხედავად, შესაძლოა, ესპანეთს კატალონიელების და ბასკების გარეშე მათთვისაც ვერ მოეგო”, – უპასუხა რუფიანმა.
შეგახსენებთ, “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვდა.