საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

დასრულდა მსოფლიოს 2027 წლის პრე-საკვალიფიკაციო ტურნირი და გაირკვა ის 2 ნაკრები, რომლებიც მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები იქნებიან. ეს გახლავთ და , რომელთან ერთადაც საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოს მეტოქე ესპანეთი იქნება.
ფორმატი ასეთია: მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი 2027 წელს კატარში გაიმართება და ამ ტურნირისთვის მხოლოდ მასპინძლებს აქვთ ადგილი დაჯავშნული. დანარჩენი 31 გუნდი 2025-2027 წლებში ჩატარებელი საკვალიფიკაციოებით უნდა გაირკვეს. ყველა კონტინენტი თავის საკვალიფიკაციოს ატარებს და მუნდიალის საგზურები შემდეგნაირად არის განაწილებული: აფრიკა (5), ამერიკა (7), აზია-ოკეანეთი (7), ევროპა (12).
ევროპის საკვალიფიკაციოში 32 ნაკრები მონაწილეობს, საიდანაც 24-ს, რომელთა შორისაც საქართველოც იყო, მასში მონაწილეობა ევრობასკეტ 2025-ში ასპარეზობის გამო განაღდებული ჰქონდა. ევრობასკეტზე ვერგასულმა გუნდებმა ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციოში მოსახვედრი ტურნირი, ეგრეთწოდებული პრე-საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშეს.
14 მაისს გამართული მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრისას 8 ჯგუფი დაკომპლექტდა, თუმცა წინასწარ განისაზღვრა ჯგუფებში ადგილები პრე-საკვალიფიკაციოდან გამოსული გუნდებისთვის. ამუ საქართველოსთან ესპანეთი მოხვდა, დანარჩენი 2 გუნდი კი მოგვიანებით ჩატარებული პრე-საკვალიფიკაციოს შედეგად გამოვლინდა. წინასწარ ვიცოდით რომ საქართველოსთან და ესპანეთთან ერთად ჯგუფში მოხვდებოდნენ პრე-საკვალიფიკაციოს D ჯგუფის (უკრაინა, , შვეიცარია) გამარჯვებული და G ჯგუფში (ხორვატია, დანია, ნორვეგია) მეორე ადგილზე გასული გუნდი.
ასე და ამგვარად, D ჯგუფში უკრაინამ იპირველა, ხოლო D-ში მეორეზე დანია გავიდა. შესაბამისად, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გუნდი საბოლოოდ დაკომპლექტდა. გათამაშების ფორმატის თანახმად ჯგუფში 2 წრე ჩატარდება და საუკეთესო 3 ნაკრები მომდევნო (ჯგუფურ) ეტაპზე გავა. პირველი ეტაპზე ერთმანეთში ნაჩვენები შედეგები გუნდებს მე-2 ჯგუფში გადაჰყვებათ და იქ მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ (მატჩები 2026 წლის აგვისტო-ნოემბერში და 2027 წლის თებერვალში ჩატარდება). საბოლოო ჯამში, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები (ჯამში 12) მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი 2023 წელს ჰქონდა, იაპონიაში ჩატარებულ F ჯგუფში კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლია და მართალია, სლოვენიასთან დამარცხდა, შემდეგ რაუნდში გავიდა. მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდნენ და საბოლოო ჯამში, მე-16 ადგილი დაიკავეს.
GBF.GE