„საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლის არხზე სამუშაოები დაასრულა.
შედეგად, არხის მიმდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. ასევე, 100 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კულტურების წარმოებასა და მოსავლიანობის ზრდას.
2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 34,094 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,067 ჰექტარზე გაუმჯობესდა.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს




