საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები.
კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში აირჩეს, მან კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მოაგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გაიმართება.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღის მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაური თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
სახელისუფლო პარტია “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის