საქართველოს მაღალბიუჯეტიან სასტუმროებშია ივნისში საშუალო დღიურმა ფასმა 148 დოლარს მიაღწია – Tbc Capital

2024 წლის ივნისში, მაღალბიუჯეტიანი სასტუმროებშია საშუალო დღიურმა ფასმა მიაღწია 148 დოლარს, რაც მცირედი 4%-ით გაიზარდა 2023 წლის ივნისთან შედარებით. ამის შესახებ „ს“ ტურიზმის განახლებაშია საუბარი.
2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა. “ კაპიტალში“ განმარტავენ, რომ აპრილსა და მაისში არსებული სოციალური დაძაბულობა და, შესაბამისად, მასშტაბური დემონსტრაციები შენელების მთავარი მიზეზია.
ტურიზმის 6 თვის განახლებაში მოცემულია ოფიციალური სტატისტიკა ტურიზმის მაჩვენებლების აღდგენის შესახებ სხვადასხვა მიმართულების მიხედვით.
„მეზობელი ქვეყნები, მათ შორის , სომხეთი და , კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. ხოლო, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა რაც შეესაბამება 164% და 151%-იან მაჩვენებელს.
ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი­­ (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება შემოსავლებს, ტურიზმის განახლებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში შემოსავლების უფრო ძლიერი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ამ ზრდაში კი ყველაზე დიდი წვლილი და საუდის არაბეთმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან შემოსავალი სომხეთიდან და ევროკავშირიდან 2024 წლის მეორე კვარტალში 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით და 3.2%-ით შემცირდა, შესაბამისად.
დან და ისრაელიდან ტურისტების ზრდასთან ერთად იზრდება მოგზაურობიდან შემოსავლები და მათი წილი საერთაშორისო ვიზიტორების მთლიან შემოსავლებში“, – აღნიშნულია ტურიზმის განახლებაში.