საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს

დღეს საქართველო თავისი განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
„წმინდა ნინოს თმებით შეკრულ ვაზის ჯვარს მოჰყვა ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რამაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა ქართულ კულტურასა და სააზროვნო სივრცეში.
წმიდა ნინოს ხსენება ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მოიხსენიებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს წმიდა ნინოს ხსენებას ულოცავს და სიკეთეს, მშვიდობას უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით