საქართველოს კორუფციულ ქმედებებს ყურადღებით გავეცნობი – ლემი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეივიდ ლემიმ ბრიტანელი პარლამენტარის, ფილ ბრიკელის კითხვაზე, რომელშიც მან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებში ქონების გადამალვაში დაადანაშაულა, პასუხისას თქვა, რომ საქართველოს კორუფციულ საქმიანობას “ყურადღებით გაეცნობოდა”.
ბრიკელის კითხვა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების მიერ 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონით გათვალისწინებული ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯარო რეესტრების ჩამოყალიბების ვალდებულების არშესრულებას ეხებოდა.
“საქართველოში, პრორუსული პარტია “ქართული ოცნების” წამყვანი წევრები – მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველი ხალხის თავისუფლებებს დევნიან – სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ.
ამავდროულად, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა კვლავაც ვერ შეასრულა ვალდებულება, რომ ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრები ჩამოაყალიბოს. 2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მიღების შემდეგ, მათ ამის ვადა როგორც 2020, ისე 2023 წლებში დაარღვიეს. როგორ ფიქრობთ, ეს მსოფლიოში როგორ სიგნალს აგზავნის?” – კითხა ბრიტანელმა პარლამენტარმა ლემის
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების მიერ აღნიშნული ვალდებულების განმეორებითი დარღვევა მსოფლიოსთვის “საშინელ სიგნალს” წარმოადგენს.
“ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ეს საკითხი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებთან კვლავაც განხილვის საგანია და ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ, არალეგალურ ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვას ვგეგმავ. სწორედ ამიტომ, ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, რომ დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებასა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებაში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. კონკრეტულად იმ საკითხის დეტალებზე, რომელზეც ყურადღება თქვენ გაამახვილეთ – საქართველოსა და იქ არსებულ კორუფციულ ქმედებებთან დაკავშირებით – ჯერ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას, მაგრამ ყურადღებით გავეცნობი და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს” – თქვა ლემიმ

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა