საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს პრეზიდენტმა დრაგან დამიანოვიჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„მემორანდუმი მიზნად ისახავს – კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული 24-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
