„საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს

მეორე კვარტალში სუსტი ექსპორტის გამო „საქართველოს კაპიტალი“ ღვინის ბიზნესში ამონაგების კლებაზე აცხადებს. ინვესტორებისთვის წარდგენილ მეორე კვარტალის ანგარიშით, აპრილ – ივნისში წმინდა ამონაგები 26.5%-ით 11.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც გაყიდული ბოთლების რაოდენობის 33.5%-იან კლებას ასახავს.
„ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 9.7 პროცენტული პუნქტით 79.3%-მდე შემცირდა” – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, პოზიტიურია ჯამურად წლის პირველი ნახევარი. ღვინის ბიზნესიდან ამონაგები წლიურად 14.8%-ით გაიზარდა და 29.6 მლნ ლარს მიაღწია, რაც თითქმის 14%-ით მეტ გაყიდულ ბოთლს უდრის.
ამასთან, მეორე კვარტალში კომპანიამ საოპერაციო ხარჯების 4.8%-ით შემცირება შეძლო. მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში EBIDTA 3.2 მლნ -დან 3.8 მლნ -მდე გაიზარდა.
“საქართველოს კაპიტალი” ფლობს “თელიანი ველის”, “ქინძმარაულის მარნის” და “ალავერდის” წილებს.