საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ნაკრებმა აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე 12 მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი – 2025″ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში. შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში 20 ქვეყნის 200-ამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:
ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ – სანდრო თეზელაშვილი;
ორადგილიანი კაიაკი, 500 მ – ალექსი მონდაძე და იოანე ცინცაძე;
ორადგილიანი კაიაკი, 200 მ – ალექსი მონდაძე და ნიკოლოზ თათარაშვილი;
ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა – ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე;
აკადემიური ნიჩბოსნობა – ნიკოლოზ ხარჩილავა.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ – იოანე ცინცაძე;
ერთადგილიანი კაიაკი, 500 მ – ნიკოლოზ ჭეიშვილი და იოანე ცინცაძე;
ორადგილიანი კაიაკი, 500 მ – ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი;
ორადგილიანი კაიაკი, 1000 მ – ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
ერთადგილიანი კანოე, 200 მ – სანდრო ჭოჭუა;
ერთადგილიანი კანოე, 500 მ – იოანე ნებიერიძე.
აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს გუნდი ტურნირის თასსაც დაეუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ